2. მშვენიერი წლები 1923-32

ბუნების მეცნიერული ხედვაში ესოდენ დიდი გარდატეხა ალბათ მხოლოდ კოპერნიკის მერ გამოწვეულს თუ შეედრება. ყველა მნიშვნელოვანი ინტელექტუალური რევოლუციის მსგავსად , ის საწყის იღებს იქ, სადაც ყველა შეხედულებით, სრული სიმშვიდე სუფევს. მეოცე საუკუნის ყველაზე შორსმიმავალი რევოლუცია იდილიაში იშვა: კოპენჰაგენის ვალწარმტაც პარკში, ბერნის წყნარ ქუჩაზე, კუნძულ ჰელიგოლანდის ნაპირზე, კემბრიის დაჩრდილულ მდინარსა და მდელოებზე, მინჰენის ჰოფგარტენზე, პარიზის პანთეონის წყნარ მიდამოებში, ციურიხბერგის დამრეც კალთებზე და გეტინგენის ძველ გალავანთან, მაღალი ხეების შრიალში.

1920-იან წლებში გეტინგენი იზიკოსთა მოუსვენარი ინტელექტუალური აქტივობის ნამდვილი ცენტრი იყო. სხვა უნივერსიტეტებიდან გამოჩენილი სტუმრები ჩამოდიოდნენ. მათი რიცხვი, განსაკუთრებით ზაფხულის დღეებში, იმდენად დიდი იყო, რომ ჰოლანდიელმა ფიზიკოსმა ერენფესტმა ჩვეული ენამახვილობით აღნიშნა: ჩვენი უცხოელი კოლეგების სეზონურ შემოსევას რომ თავი ავარიდოთ, სხვა სასწავლო დაწესებულებებს უნდა ვესტუმროთო.

1920-1930 წლებს შორის გეტინგენი ისეთივე მთვლემარე და მყუდრო იყო, როგორც მე-19 საუკუნის შუაში. 1908 წელს სწორედ ამ ქალაქში დაარსდა საავტომობილო და აერონავტიკის ეხპერიმენტული სადგური, ომის დასრულების შემდეგ კი გეტინგენმა ევროპაში პირველი აეროდინამიკური კვლევის დიდი გვირაბი შეიძინა. თუმცა ეს ლაბორატორიები ქალაქის ძველი გალავანის მიღმა განლაგდა და მისი შესახედაობა არ შეუცვლია. ნახევრად ხის სახლები მათი მოხდენილად ნაკვეთი, მრავალი წლის შებოლვით გამუქებული კოჭებით, იაკობკირჰეს მაღალი გოთიკური კოშკი, პროფესორთა ვილები ვილჰელმ ვებერ შტრასეზე, კატაბარდითა და გლიცინიით შემოვლებული, როგორც შპიცვეგის სურათზეა, გაურული სტუდენტური ტავერნები, კლასიკურად მშვიდი დიდი დარბაზი თეთრი, მოოქროვილი კოლონებით, ერთობლივად მოძველებულ და სიმშვიდისმომგვრელ განცდას იძლეოდა, რომელიც დიდ ომს გადაურჩა.

ღამის დარაჯის საყვირი მაინც აგრძელებდა დის დასასრულის არნიშვნას, მიუხედავად ნაუენიდან მიღებული დროის რადიოსიგნალისა. გეტინგენში წითელი აგურის უშნო კედლის კედლის მიღმა, სადაც სხუმაროდ „საპოხი ზეთის ფაკულტეტად“ მონათლულ ინსტიტუტში ყველანაირი სავალი საშუალების დაპროექტებაა შესაძლებელი, თავად მოქალაქეებს ნაკლებად აინტერესებდათ ამ ხმაურიანი მოწყობილობების გამოყენება, ვიდრე სხვა გერმანული ქალაქების მცხოვრებთ.

უმრავლესობა გეტინგენში ჯერ კიდევ ფეხით დადიოდა. ქალაქის შიგნით მანძილები იმდენად მოკლე იყო, რომ ავტომობილის თუ მოტოციკლის გამოყენებას აზრი არ ჰქონდა. მხოლოდ ომის დამთავრების შემდეგ დაიწყეს სტუდენტებმა და პროფესორებმა ველოსიპედების გამოყენება და ეს სიახლეც დიდად არ გავრცელებულა. იქნებ ლექციებამდე და მათ შემდეგ აუჩქარებად სიარულისას აღმოცენდა საინტერესო იდეათა მეტი წილი... იქნებ ქუჩაში ან ძველი გალავანთან შემთხვევითი შეხვედრისას მეტი რამ ირკვეოდა, ვიდრე ფორმალური სემინარებზე და კომიტეტის სხდომაზე...



გეორგ ავგუსტის სახელობის განთქმული უნივერსიტეტი 1918 წლის შემდეგაც კი ქალაქის სულიერ და გეოგრაფიულ ცენტრად დარჩა. სინამდვილეში კი უფრო მეტადაც, ვიდრე ძველი პოლიტიკური წესრიგის რღვევამდე იყო. იმ პატივმა, რომელსაც იმპერიის დროს უმაღლეს საჯარო მოხელეებსა და არმიის ოფიცრებს მიაგებდნენ, ახლა ერთგვარად ფაკულტეტების დეკანებსა და პროფესორებზე გადაინაცვლა. ჯილდოები და პრემიები, ხარისხები და უცხოურ სამეცნიერო საზოგადოებათა წევრობა, რომლებსაც მათ ანიჭებდნენ, გეტინგენის ამაყი მოქალაქეების თვალში „ძველი, კეთილი დროების“ ორდენები და წოდებები ჩაანაცვლა. ეს პატივისცემა, თუმც კი ნაკლები ხარისხით, სტუდენტობაზეც გავრცელდა. როდესაც ისინი, განსაკუთრებით ომისშემდგომი ინტელექტუალური გამოცოცხლების რამდენიმეწლიან პერიოდში ქუჩებში იდგნენ და გვიან ღამემდე კამათობდნენ, მოქალაქეები ამას ყურადღებას არ აქცევდნენ, ისევე როგორც დროდადრო ტავერნებიდან შინ დაბრუნების ხმაურიან მოგზაურობას. სტუდენტური პანსიონების დიასახლისები შეეგუენ სტუდენტთა თაობების მიერ მათთვის გადასახადების დაგვიანებას. მართალია, საბოლოოდ ვალები გადაუხდელი არასდროს რჩებოდა, მაგრამ მათი მოთმინება თითქმის თავგანწირვას უტოლდებოდა.

ერთხელ ერთმა პირველკურსელმა ფიზიკოსმა, რომელსაც ცნობილი წიგნის მაღაზიის ხანგრძლივი ვალი დაედო ამ დაწესებულების კართან სრულიად სერიოზული სახით მოცეკვავე დათვი მიიყვანა, რომელიც ამ მიზნით მოხეტიალე მსახიობმა ათხოვა და მეპატრონეს ვალის სანაცვლოდ შესთავაზა. წიგნით მოვაჭრეს, რომელიც ასეთ უცნაურობებს ხშირად შეხვედროდა, ეს ამბავი სრულიად არ გაჰკვირვებია. მან სიცილით აღიარა, რომ თავად მას ატარებენ ცხვირით გაბმულს და არა ამ უიღბლო ცხოველს

გადამდგარ პროფესორებს მეფურად ეპყრობოდნენ. მათ ველა პატივს მიაგებდა. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ლექციებს აღარ კითხულობდნენ, ქალაქის ინტელექტუალურ ცხოვრებაში მათი ცხოველი მონაწილეობა გრძელდებოდა. უმრავლესი მათგანი ინარჩუნებდა სამეცნიერო ორგანიზაციების წევრობას და ხშირ შემთხვევაში თავმჯდომარეობასაც. სტუმართა ლექციებისას მათთვის საუკეთესო ადგილები იყო გადანახული. როდესაც მხცოვანი მეცნიერი აუჩქარებლად მიუყვებოდა ქუჩას, რომელსაც შესაძლოა უკვე მისი სახელი ერქვა, მას მოწიწებით ესალმებოდნენ და დროდადრო რჩევასაც ჰკითხავდნენ ხოლმე – ხან ახალგაზრდა კოლეგა, რომელიც ღია ფანჯარასთან იჯდა და მომავალი ლექციისთვის ემზადებოდა, ხან კიდევ უფრო ახალგაზრდა მასწავლებელი, რომელიც ახლახან ჩამოვიდა სხვა უნივერსიტეტიდან მოწვევით და სკამზე ჩამომჯდარი ტავში მოსულ იდეას წიგნაკში ინიშნავდა. მეცნიერების მდგრადი პროგრესი და ცოდნის დაგროვება გრძელდებოდა და ამას თითქოს ვერანაირი გარეშე შეშფოთება ვერ შეაფერხებდა.

არასდროს მანამდე და ალბათ არც შემდეგ არ ჰქონია უნივერსიტეტელებს ასე ძლიერი საფუძველი იმისათვის, რომ თავი საზოგადოების ჭეშმარიტ ლიდერებად ჩაეთვალათ ვიდრე აქ, გეტინგენში „მშვენიერი წლების“ განმავლობაში. Ratskeller-ში ძველი სტუდენტური დევიზია: Extra Gottingam non est vita . მათთვის, ვისაც უსწავლია, უსწავლებია ან ერთი საღამო გაუტარებია ქალაქში, ეს განცხადება ყოველდღიურად ხელახლა დასტურდებოდა. გამოჩენილ ფილოლოგებს, ფილოსოფოსებს, თეოლოგებს, ბიოლოგებს და სამართლის პროფესორებსყველას ერთად მიუძღვის წვლილი Georgia Augusta-ს მსოფლიო რეპუტაციის შექმნაში, თუმცა ყველაზე მეტად გეტინგენის უნივერსიტეტს სახელი მაინც მათემატიკოსებმა გაუთქვეს. კარლ ფრიდრიხ გაუსი აქ მეცხრამეტე საუკუნის დაახლოებით შუა წლებამდე ასწავლიდა. მა გეტინგენი ყველაზე უფრო აბსტრაქტული მეცნიერების ცენტრად აქცია. ამ ცნობილ კათედრას რეპუტაცია კიდევ უფრო გაუმაგრა დ იქნებ, გაუუმჯობესა კიდეც ფელიქს კლაინმა – არა მხოლოდ როგორც მოაზროვნემ, არამედ როგორც გაბედულმა, შაგონებულმა და დაუღალავმ ორგანიზატორმა.

თითქმის ოცდაათი წლის განმავლობაში, 1886 -1913 წლებში კლაინი გეტინგენში მოღვაწეობდა. მაღალი, გამართული, ნათელი თვალების გამჭოლი მზერით – „იყო მასში რაღაც მეფური,“ როგორც მათემატიკოსი კარლ რუნგეს ქალიშვილი იგონებს. 1893 წელს ამერიკაში მოგზაურობამ გადააწყვეტინა კლაინს ეცადა გაეუქმებინა იმ დროისათვის ევროპაში გამეფებული მკაცრად განცალკევებული მიდგომა წმინდა და გამოყენებით მეცნიერებათა შორის. ის დაუღალავად შრომობდა, რათა მათემატიკა „პრაქტიკულ ცხოვრებასთან უფრო მჭიდრო შეხებაში“ მოეყვანა.

სწორედ კლაინის წამოწყებულია ასტრონომიული, ფიზიკური, ტექნიკური და მექანიკური ინსტიტუტების დაფუძნება თუ არსებულის შემდგომი გაფართოება. ამის შედეგად მათ ირგვლივ თანდათან მთელი კერძო მრეწველობა ჩამოყალიბდა, რომელი სამეცნიერო გამზომ აპარატურას და ზუსტ ოპტიკურ ხელსაწოებს აწარმოებდა. ძველი ყაიდის ქალაქი უახლესი ტექნოლოგიების აკვანი გახდა.

იმ დროს დამკვიდრებული ლიბერაური ტრადიციისათვის ნიშანდობლივია, რომ კლაინმა გეტინგენში უყოყმანოდ მიიწვია მისგან დიამეტრალურად განსხვავებული შეხედულებების მქონე მათემატიკოსები ჰილბერტი და მინკოვსკი. ეს ადამიანები უკომპრომისოდ უარყოფდნენ ყველანაირ სპეციალიზაციას და მათემატიკის პრაქტიკული გამოყენების რაგინდარა ენერგიულ მცდელობებს. ჰილბერტი თავისი ამაღლებული განწყობით, უმაღლეს მატერიებზე სრული კონცენტრაციით , „ტექნიკოსებს“ ცოტა არ იყოს, ზემოდან დაჰყურებდა. ერთხელ მათემატიკური სკოლის სტუდენტთა ხელმძღვანელის როლში ავად გამხდარი კლაინის ჩანაცვლება მოუხდა ჰანოვერში მის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე. ჰილბერტი გაფრთხილებული იყო, რომ შემრიგებლური ხასიათის ლექცია უნდა ჩაეტარებინა და ემტკიცებინა, რომ მეცნიერებასა და ტექნიკას შორის სულაც არ არსებობს რაიმე სახის შეუთავსებლობა. ამ გაფრთხილების გათვალისწინებით მას თავის აღმოსავლეთ პრუსიულ, უხეშ დიალექტზე გამოუცხადებია: ბევრს ლაპარაკობენ მეცნიერებსა და ინჟინრებს შორის არსებულ კინკლაობაზე. მე ამის არ მჯერა, რადგან მათ ერთმანეთთან არაფერი ესაქმებათო.

ეს და ბევრი სხვა ანეკდოტი ტრიალებდა გეტინგენში ჰილბერტზე, რომლის პირდაპირობა მოუქნელობამდე მიდიოდა, თუმცა არავის სწინდა მისი ირონიული მრისხანება და ზუსტი ქილიკი. ეს ხომ ზუსტი ასახვა იყო იმ შეუვალი და პატიოსანი მიდგომისა, რასაც საკუთარ მათემატიკურ სფეროში ავლენდა. ეს თვისება მას საშუალებას აძლევდა გამუდმებით ეკეთებინა სრულიად მოულოდნელი დასკვნები ყოველგვარი ინტელექტუალური პირობითობის მიუხედავად. მისი ლექციები მსმენელს მთელი მსოფლიოდან იზიდავდა.როდესაც ის მათემატიკის ჯერ კიდევ გადაუჭრელ პრობლემებს ასახელებდა, მსმენელს ისეთი განცდა ეუფლებოდა, რომ ის ახალი ცოდნის მოპოვების უშუალო მონაწილეა. აუდიტორიიდან გამოსულები დიდი ხნის დადგენილი მკვდარი ფაქტებით კი არა, ცოცხლი კითხვებით იყვნენ დატვირტულები.

რთადერთი პრობლემა, რომლის ამოხსნასაც ჰილბერტი შეგნებულად არ გაჰკარებია, „ფერმას უკანასკნელი თეორემაა,“ თუმც კი შეეძლო ამით მცირეოდენი ქონება – ასი ათასი ოქროს მარკა შეეძინა. ესაა თანხა, რომელიც დარმშტადტის განსწავლულმა მოქალაქემ უანდერძა ნებისმიერს, ვინც ამ მათემატიკურ პრობლემას გადაწყვეტდა. სწორი პასუხის პოვნამდე ფონდის ზედამხედველებს უფლება ჰქონდათ სარგებელი საკუთარი მოსაზრების მიხედვით განეკარგათ. ამ სარგებელს ყოველწლიურად გამოჩენილი მატემატიკოსების და ფიზიკოსების მიერ გეტინგენში ლექციების კურსის ჩასატარებლად იყენებდნენ. ანრი პუანკარე, ლორენცი, არნოლდ ზომერფელდი, პლანკი, დებაი, ნერნსტი, ილს ბორი და რუსი სმოლუხოვსკი (პოლონელია მთ.შენ.) არიან მათ შორის, ვინც ამგვარად მიიწვიეს გეტინგენში. „გაგვიმართლა, რომ ალბათ ერთადერთი ვარ, ვისაც ამ თხილის გაკვნეტა შეუძლია,“ ამბობდა ჰილბერტი ყოველთვის, როდესაც პრემიალური კომიტეტის თავმჯდომარის როლში ყოველწლიურად მოყვარულებისა თუ მათემატიკოსების მიერ გამოგზავნილ ამოხსნებს გადაავლებდა თვალს და არაადეკვატურად გამოაცხადებდა ხოლმე. „თუმცა ვეცდები, არავის მოვაკვლევინო იხვი, რომელიც ასეთ შესანიშნავ ოქროს კვერცხებს დებს.“

ოველ ხუთშაბათს, ნაშუადღევს, ზუსტად სამ საათზე, მატემატიკური ინსტიტუტის ოთხი ბატონი: კლაინი, რუნგე, მინკოვსკი და ჰილბერტი, იკრიბებოდნენ აივანზე, რომელიც ჰილბერტის სახლის ბაღს აჰყურებდა. იქ იდგა დიდი დაფა, სანახევროდ – ღია ცის ქვეშ. ჰილბერტი ხშირად წერდა ამ დაფაზე, ვიდრე სერთუკის სახელოებზე ცარცი არ გამოჩნდებოდა. ფორმულათა ახალი სერიების განხილვა ხშირად აქ, ამ დროს იწყებოდა. ის გრელდებოდა, ვიდრე მონაწილენი ნებისმიერ ამინდში ბორცვზე მდებარე „Kehr“ სასტუმროში ტყის გავლით ასვლას აგრძელებდნენ. აქ, ჭიქა ყავასთან, სახელოვანი ოთხეული კამათობდა პირადი ცხოვრების, საყვარელი უნივერსიტეტის, გარე სამყაროს დიდსა თუ მცირე პრობლემებზე. კვლავ და კვლავ, საუბრის მიმდინარეობისას, ხშირად მიიღწეოდა ადამიანის შემეცნების ზღვარის უკიდურესად გაუხშოებული ატმოსფერო, რასაც ხმამაღალი სიცილი განმუხტავდა ხოლმე და დაუპყრობელი ფრონტის ხაზს მიღწეულ გონებას შვებას მოჰგვრიდა.

ახალ, მნიშვნელოვან წამოწყებათა შორის, რომლებიც კლაინის გამომგონებლურმა ნიჭმა გეტინგენს აჩუქა, აუდიტორიუმის შენობაში მათემატიკური სამკითხველო ოთახიც იყო. ის არამარტო მათემატიკისა და ფიზიკის მსოფლიო წამყვან პერიოდიკას და სახელმძღვანელოთა ბილიოთეკას, არამედ მიმინდრე ლექციების მოკლე შინაარს და ხშირად თავად ლექციის სრულ ვერსიასაც შეიცავდა. მასწავლებლებს და სტუდენტებს, რომლებსაც ორივე ოთახის გასაღები ჰქონდათ, ლექციებს შორის სრულ სიმშვიდეში შეეძლოთ ემუშავათ და რაც უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდა – განეხილათ საკითხები შემოსასვლელ ოთახში,რომელზეც სიჩუმის მკაცრი წესი არ ვცრცელდებოდა. კამათი ფიზიკოსებსა და მატემატიკოსებს შორის არ წყდებოდა რადგან ბუნებისმეტყველების ბოლოდროინდელმა განვითარებამ წინააღმდეგობრივი წარმოდგენების გამოსახატავად მათემატიკის დახმარება მოითხოვა. ამაზე ჰილბერტმა ჩვეული გაღიზიანებული ტონით განაცხადა:

“როგორც ჩანს, ფიზიკოსებისთვის ფიზიკა ზედმეტად რთული რამაა!“

ამ უარყოფითი აზრის გამოთქმით ის არ დაკმაყოფილდა, ჩვეული ენერგიით ხელი მოჰკიდა როგორც თავად ამბობდა, „ინტელექტუალური სიმწირით დაზარალებულ“ ფიზიკურ მეცნიერებას და შეეცადა მისთვის მათემატიკური დახმარება გაეწია. სავარაუდოდ, სწორედ მისი გავლენის შედეგი იყო გეტინგენში „ახალი სკოლის“ ერთერთი უნიჭიერესი ფიზიკოს-თეორეტიკოსის მოწვევა 1921-ში. მაქს ბორნი, მაშინ მხოლოდ 38 წლისა, Georgia Augusta-სთვის უცხო არ იყო. ცნობილი ბიოლოგის შვილმა ბრესლაუდან, გეტინგენის უნივერსიტეტი 1907 წელს დაამთავრა , როგორც მატემატიკური ინსტიტუტის ერთერთმა უბრწყინვალესმა მოსწავლემ და თავის შრომისათვის პრემიაც დაიმსახურა. შტუდიებმა და მოგზაურობამ კემბრიჯი, ბრესლაუ, ბერლინი და ფრანკფურტი მოატარა. მისი ჩამოსვლით ფიზიკის მეორე ინსტიტუტში – ბუნზენშტრასეზე მდებარე წითელი აგურის შეუხედავ, პრუსიული კავალერიის ყაზარმის მსგავს შენობაში - გეტინგენის ატომური ფიზიკის მოკლე, მაგრამ უწყვეტად ნაყოფიერი ოქროს ხანა დადგა.

ჩამოსვლისთანავე ბორნს დიდად დაეხმარა ერთი მცირე ბიუროკრატიული შეცდომა – ბედისწერის პატარა ხრიკი, რომლითაც ხშირად დიდი საქმეები დატრიალდება ხოლმე. მიუხედავად იმისა, რომ ექსპერიმენტული ფიზიკის კათედრა გეტინგენში უკვე არსებობდა, მისი გამგე, პროფესორი პოლი თითქმის მთელ დროს სწავლებას ანდომებდა და საერთოდ არ რჩებოდა ის კვლევისთვის, რომლითაც ბორნი იყო დაინტერესებული. ინსტიტუტის ახალმა ხელმძღვანელმა აღმოაჩინა, რომ ბიუჯეტში მეორე კათედრის არსებობაცაა გათვალისწინებული, რაც არასდროს არ განხორციელებულა. მას აუხსნეს, რომ ეს უბრალო საკანცელარიო შეცდომაა, თუმცა ბორნმა არ დათმო და კანონს ფორმალურად ჩაეჭიდა. ასე მოახერხა მან გეტინგენში ჯეიმს ფრანკის მოწვევა, რომელიც უკვე ფართოდ იყო ცნობილი თავისი კვლევებით, რომელთაგან ერთერთმა მოგვიანებით ნობელის პრემია მოუტანა.

ილბერტი, ბორნი და ფრანკი - მაღალი ნიჭით, დაუშრეტელი შრომისმოყვარეობით და ბუნების ახალი ხედვისკენ საწრაფვით დაჯილდოვებული ადამიანების ეს ტრიო 1921 წლიდან გეტინგენში ერთად ამუშავდა. თითოეული მათგანი დანარჩენებისგან ძირფესვიანად განსხვავდებოდა. ბორს ალბათ ყველაზე უფრო მეტად აინტერესებდა გარე სამყარო, დანარჩენ ორზე უფრო ხელმისაწვდომი და მრავალმხრივი, მდენად მრავალფეროვანი ნიჭით იყო დაჟილდოებული, რომ ადვილად შეიძლება უმაღლესი დონის პიანისტი ან მწერალი გამხდარიყო. ვიდრე სწავლას შეუდგებოდა, შეძლებულმა მამამ ურჩია:“ყველა საგანი მოსინჯე, ვიდრე გადაწყვეტ, რომელს გაჰყვე;“ ამიტომაც ბრესლაუს უნივესიტეტში გატარებულ სემესტრებში ერთდროულად ჩაეწერა სამართლის, ლიტერატურის, ფსიქოლოგიის, პოლიტიკური ეკონომიის და ასტრონომიის ლექციებზე. ყველაზე მეტად უკანასკნელმა მიიზიდა, რადგან, როგორც თვითონ ამბობდა, სხვებს შენობა ამჯობინა, სადაც ვარსკვლავთა სამყაროზე ლექციები იკითხებოდა.

ფრანკი, ბორნის მსგავსად, ებრაული ოჯახიდან იყო, რომელიც გერმანიაში დიდი ხნის წინ დაფუძნდა. ის ვერ ივიწყებდა თავის ჰამბურგულ წარმომავლობას. მიუხედავად გულითადი და თბილი ხასიათისა, რომელმაც სტუდენტებში პოპულარობა მოუტანა, გარკვეულ დისტანციას ყოველთვის იცავდა, ერთგვარ ჰამბურგელ არისტოკრატად რჩებოდა. იმ დროს ხალხი „გამოჩენილ ყმაწვილს“ ეძახდა. მოგვიანებით თანამშრომლები წმინდანსაც უწოდებდნენ – არამარტო გულკეთილობის, არამედ ფიზიკისადმი ლამის რელიგიური ერთულების გამო.

მას შეეძლო ეთქვა სტუდენტებისტვის, რომ მხოლოდ ფიზიკაში სრულად შთანთქმაში და მასზე ოცნებაშია განათლების ერთადერთი იმედი. საკუთარ შთაგონებაზე შუასაუკუნოვანი მისტიკოსის ენით ლაპარაკობდა: „ერთადერთი, რის მიხედვითაც შემიძლია ვთქვა, რომ ახალი იდეა მართლაც მნიშვნელოვანია, შიშის განცდაა, რომელიც მეუფლება.

თითქმის ყველა ეპოქაში ნიჭით დაჯილდოებულ გონებას ადამიანის აზროვნების და შემოქმედებითი აქტივობის გარკვეული სფერო განსაკუთრებით იზიდავს ხოლმე. ერთში ეს შეიძლება არქიტექტურა იყოს, სხვაში სიახლის მოუსვენარი მაძიებლებმა მუსიკას, თეოლოგიას ან ფილოსოფიას შეიძლება მიმართონ. უცებ, არავინ უწყის როგორ, მაძიებელი სულები გრძნობენ, სად გატყდა ყამირი და ერთბაშად მიეშურებიან იქითკენ, რათა დამაარსებლები და მბრძანებლები გახდნენ, და არა მემკვიდრეები.

ატომურმა ფიზიკამ ეს მაგნიტური ძალა პირველი მსოფლიო ომის შემდეგ შეიძინა. ის აიტაცეს ფილოსოფიური თუ ხელოვანის ნიჭით დაჯილდოებულებმა ადამიანებმა, პოლიტიკურად აქტიურმა ახალგაზრდებმა, რომლებმაც პოლიტიკაზე გული აიყარეს მასში გამეფებული დაბნეულობის გამო, თავგადასავლის მაძიებლებმა, რომლებსაც აღარ დარჩათ აღმოსაენი კონტინენტები. აღმოჩენა ჯერ კიდევ შესაძლებელი იყო ყველაზე უფრო უხილავ, მიკროსკოპულ მოვლენათა შესწავლაში. აქ შეიძლებოდა ახალი კანონების კვალის დანახვა, განსაკუთრებული, შიშნარევი სიამოვნების შეგრძნება იმით, რომ ფიქრობ იმაზე, რაზეც არავის არასდროს არ უფიქრია, დანახვა იმისა, რაც არავის ჯერ არ უნახავს.

ატომური ფიზიკის დარგში იმდენი ახალი და გაუგებარი რამ იყო, რომ მასავლებლები და მოწაფეები უფრო დაახლოვდნენ, ვიდრე სხვა დარგებში. გამოცდილება და ცოდნა ბევრს აღარაფერს ნიშნავდა. მატერიის სიღრმეში მოგზაურობამ ხნიერი და ახალგაზრდა დაამეგობრა: ორივე ერთნაირად ამაყობდა ცოდნის მოპოვებული ფრაგმენტებით; ორივე ერთნაირ თავმდაბლობას და გაოცებას განიცდიდა შეუღწეველის მიმართ.

ჯეიმს ფრანკს, ფიზიკაში ნობელის პრემიის უკვე ლაურეატ, შეეძლო მობრუნებულიყო დაფიდან, რომელზეც რთულ გამოთვლაში გზა-კვალი აერია და მიემართა რომელიმე სტუდენტისთვის: „შემდეგ ნაბიჯს ხომ არ ხედავთ?“ პროფესორები აღარ მალავდნენ საკუთარ შეცდომებსა და ეჭვებს, უზიარებდნენ სტუდენტებს კერძო მიმოწერას, რომელიც უცხოელ კოლეგებთან გადაუჭრელი პრობლემების შესახებ ჰქონდათ, ყოველნაირად აგულიანებდნენ ახალგაზრდა თანამშრომლებს, რომ მოეძებნათ ახსნები, რომლებსაც უფროსები ვერ პოულობდნენ.

ყოველი კვირის მთავარი მოვლენა იყო სემინარი მატერიაზე,“ რომელიც ინსტიტუტის 204-ე ოთახში ბორნი, ფრანკი და ჰილბერტი ატარებდნენ gratis et privatissime. თითქმის ტრადიციად იქცა ჰილბერტის შესავალი თავის მოკატუნება: „ აბა, ბატონებო, ვინ მეტყვის, რა არის ატომი?“

ყოველ ჯერზე რომელიმე სტუდენტი ცდილობდა პროფესორის განათლებას. პრობლემას კვლავ და კვლავ უტევდნენ, და ახალ-ახალ ამოხსნას ეძებდნენ. თუმცა როდესაც რომელიმე ახალგაზრდა გენიოსი რთული მათემატიკური გამოსახულების ეზოთერული სიმაღლისათვის ჩდილობდა თავის შეფარებას, ჰილბერტი თავის არმოსავლურპრუსიულით აწყვეტინებდა: „თქვენი არ მესმის, ყმაწვილო. თავიდან ხომ არ დაიწყებთ?“ ყველა იძულებული იყო მაქსიმალურად ცხადად გამოეთქვა არი და საიმედო ხიდები გაედო ცოდნაში არსებულ ბზარებზე იმის ნაცვლად, რომ მათ ნაჩქარევი ფიქრის ნახტომებით გადავლებოდა. დებატებში უფრო და უფრო გახშირდა ეპისტემოლოგიის ძირეულ პრობლემების განხილვა. ხომ არ გააუქმა ატომური ფიზიკის აღმოჩენებმა დამკვირვებელსა და დასაკვირვებელ სამყაროს შორის არსებული დუალიზმი? დარჩა თუ არა რეალური განსხვავება სუბიექტსა და ობიექტს შორის? შეიძლება, რომ ერთ თემაზე გაკეთებული ორი ურთიერთგამომრიცხავი განცხადებიდან ორივე ჭეშმარიტი იყოს უფრო ამაღლებული გადასახედიდან? გამართლებული იქნება თუ არა იმ აზრზე ხელის აღება, რომ ფიზიკა მიზეზისა და შედეგის მჭიდრო კავშირზეა დაფუძნებული? და თუ გამართლებულია, არსებობს კი საერთოდ ბუნების კანონები? შესაძლებელია თუ არა საერთოდ სარწმუნო მეცნიერული პროგნოზის გაკეთება?

კიხვები, კითხვები და ისევ კითხვები... მათზე გაუთავებლად კამათობენ და ყველას თავისი პასუხი აქვს. 1926 წლის ზამთრის სემესტრში გამხდარმა, საკმაოდ სუსტი აღნაგობის ამერიკელმა სტუდენტმა ასეთ ნიჭიერ ხალხშიც კი მიიქცია ყურადღება. წუთიერი ზეგავლენით ხანდახან ის ერთბაშად მთელ დისერტაციებსფრქვევდა ხოლმე ისე, რომ სხვა სიტყვას ვერ ჩაურთავდა. ახალბედას თავიდან გატაცებით უსმენდნენ, თუმცა მალე მისმა გადაჭარბებულმა მრავასიტყვაობამ და მჭერვრმეტყველებამ ბევრში გაღიზიანება და იქნებ შურიც გამოიწვია. პროფესორებს წერილობით მოთხოვეს, რომ ვუნდერკინდი ცოტა მოეთოკათ. ციოდ წლის შემდეგ ის მსოფლიომ გაიცნო: გაზეთებმა რობერტ ოპენჰაიმერი საჯაროდ 1945 წლის აგვისტოში წარადგინეს, როგორც „ატომური ბომბის მამა.“

პენჰაიმერი ერთერთია იმ მრავალ ახალაზრდა ამერიკელს შორის, რომლებიც იმ წლებში ევროპაში ფიზიკის სასწავლად წამოვიდნენ. ისინი თავს ხშირად „კოლუმბის შებრუნებულ რაინდებს“ ეძახდნენ, რადგან კოლუმბისა და მისი თანამგზავრების საპირისპირო მიმარულებით მოძრაობდნენ და მათსავით „ახალ კონტინენტს“ ეძებდნენ. შინ დაბრუნებულებს, სადაც ჯერ კიდევ „ძველმოდური“ ფიზიკა ისწავლებოდა, თან მიჰქონდათ დაუჯერებელი ინფორმაცია და ზღაპრული აღმოჩენები, რომლებმაც ესპანელი მეზღვაურების ჩამოტანილი ოქროს მსგავსად მათ ქვეყანას დიდი, თუმცა პრობლემური მოგება მოუტანა.

თითქმის ყველა ეს ყმაწვილი ამერიკელი უხვი სამოგზაურო სტიპენდიით იყო აღჭურვილი. მათში დროული ხალხიც ერია – მასწავლებლები, რომლებიც ტრადიციულ, სრულად ანაზღაურებულ ერთწლიან შემოქმედებით შვებულებას, რომელიც ტრადიციის მიხედვით შვიდ წელიწადში ერთხელ ეკუთვნოდათ, სწავლას და ევროპელ კოლეგებთან იდეების მიმოცვლას უთმობდნენ. ამ სამეცნიერო ტურიზმს ატლატიკის გაღმა ნაპირიდან ომით გაღატაკებული ევროპული საუნივერსიტეტო ქალაქებისთვის უცხოური ვალუტა მოჰქონდა. ამერიკელები ხშირად დროებით, ევროპულ Alma mater -ს საქველმოქმედო ორგანიზაციებიდან სახსრების მოპოვებითაც ეხმარებოდნენ. გაღარიბებულმა გერმანულმა სამეცნიერო ინსტიტუტებმა, რომლებიც გამუდმებით უჩიოდნენ ფულის უკმარობას, განსაკუთრებით იხეირეს ამ ამერიკული დახმარებით. რას გააწყობდა საიდუმლო მრჩეველი ზომერფელდი მიუნჰენში, მისი მწირი რესურსები დროგამოშვებით რიკფელერის ფონდს რომ არ გაეუმჯობესებინა? უიკლიფ როუზს, ნავთობის მაგნატის მიერ გადაცემული სახსრების გამანაწილებელს, ევროპაში მოგზაურობისას უნივერსიტეტები დესპოტივით ეგებებოდნენ. მისი ჩეკის ზომაზე იყო დამოკიდებული, რამდენი კვლევითი პროგრამა გაგრძელდებოდა მომდევნო წელს და რამდენი ახალგაზრდა მკვლევარი მიიღებდა სტიპენდიას.

ამერიკელ მათემატიკოსებს და ფიზიკოსებს განსაკუთრებით გეტინგენი მოსწონდათ. პირველ მსოფლიო ომამდე ჩარლზ მაიკელსონმა აქ ერთი სასწავლო წელი იმუშავა, როგორც მოწვეულმა პროფესორმა, ხოლო ამერიკული ფიზიკისა და ქიმიის ორმა მხცოვანმა დიდებამ, მილიკენმა და ლენგმიურმა, აქ განათლება მიიღეს.

1920-იან წლებში ხშირად ერთი ან ორი ათეული ამერიკელი ირიცხებოდა Georgia Augusta-ს საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე. მათ აქ ამერიკული კამპუსის მსუბუქი ატმოსფეროს შემოიტანეს. მადლიერების დღის ყოველწლიური სადილები, რომელთა შორის ყველაზე დასამახსოვრებელს, 1926 წელს, კ.ტ. კომპტონმა უხელმძღვანელა, საყოველთაოდ პოპულარული გახდა. ამერიკელებმა გერმანელ კოლეგებს ინდაურის და ტკბილი სიმინდის ჭამა ასწავლეს, მათგან კი ლუდის სმა, სიმღერები და ლაშქრობაში სიარული აითვისეს. თითქმის ყველა ამერიკელი, რომელმაც ატომური ენერგიის გამოყენებასთან დაკავშირებით მოგვიანებით სახელი გაითქვა, 1924-1932 წლებში, სხვადასხვა დროს, გეტინგენში იყო ნამყოფი. მათ შორის არიან კონდონი, რომელიც ცოცხლად აღწერდა გეტინგენში საცხოვრებლების მოუხერხებლობას; თავმდაბალი რიხტმაიერი; ელვისებური აზროვნების ნორბერტ ვინერი; მუდამ ღრმად ჩაფიქრებული ეროდი; მხიარული პაულინგი – ზომერფელდის მოწაფე, რომელიც ხშირად ჩამოდიოდა მიუნჰენიდან და დასაოცარი „ოპი“, რომელიც გეტინგენში არა მარტო ფიზიკას სწავლობდა, არამედ ფილოსოფიური, ფილოლოგიური და ლიტერატურული გატაცებების მიყოლასაც ახერხებდა. ის განსაკუთრებით ჩაუღრმავდა დანტეს „ჯოჯოხეთს“ და საღამოს აუჩქარებელი სეირნობისას საბარგო სადგურისკენ მიმავალი ლიანდაგის გასწრივ, კოლეგებთან ერთად მსჯელობდა იმაზე, თუ რატომ აირჩია დანტემ მარადიული ძიებისთვის ჯოჯოხეთი და არა სამოთხე. ერთ ასეთ საღამოს პოლ დირაკმა, ჩვეული დუმილი დაარღვია, ოპენჰაიმერი დაიმარტოხელა და რბილად უსაყვედურა. „გავიგე ფიზიკაში მუშაობას ლექსების წერასაც უთავსებ. როგორ ახერხებ ამ ორი რამის ერთდროულად კეთებას? მეცნიერებაში ვცდილობთ აქამდე ყველასათვის უცნობი რამ ისე ვთქვათ, რომ ყველასათვის გასაგები გახდეს. პოეზიაში ეს ყველაფერი ხომ სრულიად პირიქითაა!“

ოპენჰაიმერიც და დირაკიც გაისმარერ ლანდშტრასეს დასაწყისში, გრანიტის მშვენიერ ვილაში ცხოვრობდნენ, ატრონომიული ობსერვატორიის პირდაპირ, სადაც ერთ დროს კარლ გაუსი მუშაობდა. ვილას მეპატრონე მედიკოსის, დოქტორ კარიოს შვილი გიუნტერი ფრანკის ასისტენტი იყო და ფიზიკაში ბრწყინვალე მომავლისთვის ემზადებოდა. მაღალი საზოგადოებრივი მდგომარეობის მქონე გეტინგენური ოჯახებისთვის ჩვეულებრივ ამბად იქცა სტუდენტების „ფასიან მდგმურებად“ მიღება. მათ პროვინციულ სასტუმრო ოთახში გარე სამყარო შეჰქონდათ სამაგიერო ოჯახურ მყუდროების სანაცვლოდ, რომელზეც თავიდან ეღიმებოდათ, მაგრამ სწრაფად დააფასებდნენ ხოლმე და მონატრებითაც იხსენებდნენ. ოთახის გამქირავებლებსა და მდგმურებს შორის ხშირად ხანგრძლივი მეგობრობა ყალიბდებოდა და აქა-იქ ქორწინებაც ხდებოდა ხოლმე. ხუთივე კონტინენტზე პროფესორთა ცოლებს შორის პატარა გეტინგენიდან გამოსულთა რიცხვი გასაოცრად მაღალია.

ამ ოჯახებში უცხოელი სტუდენტები გერმანულს ძალიან სწრაფად ეუფლებოდნენ. სწავლის პერიოდში სტატიებსაც ხშირად გერმანულ სამეცნიერო პერიოდულ გამოცემებში აქვეყნებდნენ, თუმცა საუბარში ხშირად სასაცილო შეცდომებიც მოსდიოდათ. ახალგაზრდა ინგლისელმა ასტროფიზიკოსმა რობერტსონმა ერთხელ მოინდომა უცხოეთში გასაგზავნი წერილის ზუსტ წონის გაგება. ის მაღაზიაში შევარდა და სალაროსთან მჯდომ გოგონას ჩაუსუნთქავად მიაძახა:'Haben Sie eine Wiege? Ichmochte etwas wagen.' („ აკვანი გაქვთ? მინდა სახიფათო რამ მოვიმოქმედო“). როდესაც ლოყებშეფაკლული გოგონა გაოცებული მიაშტერდა, მან სწრაფად გამოასწორა შეცდომა: „ უკაცრავად, ვაპირებდი მეკითხა haben Sie eine Waage? Icit miichte etwas wiegen.' („სასწორი თუ გაქვთ? რაღაცის აწონვას ვაპირებ.“)

ამერიკელი სტუდენტები ვერფარით ვერ ეგუებოდნენ გერმანული უნივერსიტეტებისთვის ჩვეულებრივ ბიუროკრატიას. მას ოპენჰაიმერმაც წამოჰკრა ფეხი. 1927 წლის გაზაფხულზე მან ითხოვა ნებართვა დოქტორის ხარისხის მისაღებად აუცილებელი გამოცდის ჩასაბარებლად. ყველასთვის გასაოცრად, პრუსიის განათლების სამინისტროდან, რომლის დაქვემდებარებაშიც შედიოდა გეტინგენის უნივერსიტეტი, მან დაუყოვნებლივ მიიღო უარი. საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის დეკანის კითხვას სამინისტროს კონსულმა ფონ რუტენბურგმა ბერლინიდან ასე უპასუხა: „ბატონი ოპენჰაიმერის მომართვა სრულიად შეუსაბამოა. ცხადია, რომ სამინისტრო ვალდებულია მას უარი უთხრას.“

როგორც ჩანს, ოპის დაავიწყდა, რომ რეგულაციების მიხედვით განცხადებისთვის თან უნდა დაერთო კარიერის დეტალური აღწერა Georgia Augusta-ში მიღების ცნობასთან ერთად. აღმოჩნდა, რომ ის ოფიციალურად არავის ჩაურიცხავს უნივერსიტეტში და შესაბამისად, არც არასდროს ყოფილა სტუდენტი! ატომური ბომბის მომავალი მამის პროფესორები იძულებული გახდნენ, თხოვნის წერილებით მიემართათ რექტორატისა და სამინისტროსთვის. მაქს ბორნმა თქვა, რომ ოპენჰაიმერის სადოქტორო ნაშრომი იმდენად შესანიშნავი იყო, რომ მას სურდა გეტინგენის დისერტაციათა კრებულში მისი გამოქვეყნება. ამერიკელი კურსდამთავრებულისთვის, რომელიც გეტინგენში კიდევ ერთ სასწავლო წელს ვერ მოიცდიდა მისაღები გამოცდის ჩვეულებრივი წესით ჩასაბარებლად, გამონაკლისის დასაშვებად ხელისუფლებას პეტიციით მიმართეს. „ეკონომიკური პირობები შეუძლებელს ხდის ჰერ ოპენჰაიმერის გეტინგენში დარჩენას ზაფხულის სემესტრის დასრულების შემდეგ,“ ამტკიცებდა პეტიცია.

გამაგრებულია თუ არა ეს მოსაზრება ფაქტებით? ოპენჰაიმერის მამა, ნიუ-იორკელი ბიზნესმენი, გერმანიდან შეერთებულ შტატებში ჩვიდმეტი წლის ასაკში გადაბარგდა და გამდიდრდა. შესაბამისად, ოპის ალბათ ფული კი არა მოთმინება უფრო აკლდა. ის დამატებითი სემესტრის გატარებას გეტინგენში დროის ფლანგვად თვლიდა. იმ წლებში ასეთ უწყინარ ტყუილებს საგამოძიებო კომისია ჯერ არ განიხილავდა, ამიტომ პეტიციას წინააღმდეგობა აღარ შეხვედრია.

რობერტ ოპენჰაიმერმა ზეპირი გამოცდა 1927 წლის 11 მაისს, ნაშუადღევს ჩააბარა. მან ყველა საგანში -გარდა ფიზიკური ქიმიისა – „ფრიადი“ ან „ძალიან კარგი“ შეფასება დაიმსახურა. დოქტორანტის წერილობითი ნაშრომი მაქს ბორნმა მაღალი დონის მეცნიერული მიღწევის ნიმუშად გამოაცხადა, რომელიც ბევრად აღემატება საშუალო დისერტაცის დონეს. ერთადერთი ნაკლი ბორნის თქმით ის იყო, რომ „ნაშრომი ძნელად იკითხება, თუმცა ეს ფორმალური ხარვეზი იმდენად უმნიშვნელოა შინაარსთან შედარებით, რომ გთავაზობთ მის შეფასებას, როგორც „წარჩინებულის.““

იმდროინდელ გეტინგენში მსუყე ყოველთვიური ჩეკის და სტიპენდიის გარეშეც შეიძლებოდა თავის გატანა. რუსმა მათემატიკოსმა შნირელმანმა თან მხოლოდ კბილის ჯაგრისი და მარტივი რიცხვების შესახებ უკანასკნელი საკუთარი ნაშრომი ჩამოიტანა, თუმცა გეტინგენელ მთემატიკოს ლანდაუს უკვე წაეკითხა ლექცია „შნირელმანის წინადადებაზე“ და ახალგაზრდა მეცნიერმა, რომელიც ძონძებში ჩამოვიდა, მალე წესიერი ტანსაცმელი და თავშესაფარი მიიღო ცნობილ Pension Wunderlich—ში, რომელსაც ხშირად სტუმრობდნენ ფიზიკოსები. მისი უსახელო მფარველები ყოველთვიურად ჯიბის ფულად მცირე თანხასაც უგზავნიდნენ. გეტინგენის მთავარ ქუჩაზე ის ხშირად უნახავთ შეხსნილი თასმებით მოსიარულე, რიცხვთა შორეული კომბინაციებისკენ გაფანტული ყურადღებით მიშტერებული.

სახელოვანი თეატრალური რეჟისორი კურტ ჰირშფელდი, რომელიც იმ დროს გეტინგენში სწავლობდა, გვიზიარებს, რაოდენ უცნაურად მიაჩნდა ეს ახალგაზრდა მათემატიკოსები და ფიზიკოსები მაშინ. ერთხელ თურმე უნახავს ბორნის „საბავშვო ბაღის“ წევრი, რომელიც მძინარესავით მიაბიჯებდა, წაიბორძიკა და მოცელილივით პირქვე დაეცა. ჰირშფელდი გაქანებულა და წამოდგომაში შეშველებას აპირებდა, მაგრამ წაქცეულ სტუდენტს დახმარების მცდელობა ენერგიულად უარყვია: „თავი დამანებეთ, თქვენთვის არ მცალია!“ ეტყობა თავში ახალი, ბრწყინვალე ამოხსნა უტრიალებდა. ფრიც ჰოუტერმანსი, ამჟამად შვეიცარული უნივერსიტეტის პროფესორი ყვება, თუ როგორ გააღვიძა ნაშუაღამევს ფანჯარაში ბრახუნმა ნიკოლაუსბურგ შტრასეზე პირველი სართულის ოთახში. ერთ-ერთი მისი თანაკურსელი დაჟინებით ითხოვდა შემოშვებას, რადგან როგორც ამბობდა, ბრწყინვალე იდეა მოსვლოდა, რომელიც ახალ თეორიას გადაუჭრელ წინააღმდეგობას აცილებდა. იმის მაგიერ, რომ აბეზარი სტუმარი თავიდან მოეცილებინა, ნამძინარევმა მასპინძელმა კარი სასწრაფოდ გაუღო და ორივენი გათენებამდე ახლადშედგენილ განტოლებებს ხსნიდნენ.

ამ საინტერესო წლებში მსგავს ახალგაზრდულ „ტვინის ტალღებს“ ხშირად შეუშფოთებია საერთაშორისო პროფესიულ წრეები გამოწვევა და ზოგჯერ მათი ავტორისთვის სახელიც უეცრად გაუთქვამს.

ვერნერ ჰაიზენბერგმა, საეკლესიო ისტორიის პროფესორის შვილმა, მაგალითად, სკოლის დამამთავრებელი წელი „მიუნჰენის საბჭოთა რევოლუციის“ პერიპეტიებში გაატარა და მოსწავლეთა ანტიკომუნისტურ რაზმში მსახურობდა. ბლოკირებულ ქალაქში გამომწყვდეული ოჯახი შიმშილისგან რომ ეხსნა, მან სასიკვდილო საფრთხის მიუხედავად ორჯერ მოახერხა „წითელი“ და „თეთრი“ რაზმების გამყოფ ხაზში გაძრომა. თეოლოგიური სემინარიის სახურავზე მორიგეობისას პლატონს კითხულობდა და ძველი ბერძნების ატომისტურმა თეორიებმა დააინტერესა. თუმცა პლატონის „ტიმეოსში“ გაცხადებულმა აზრმა, რომ ატომი ჩვეულებრივი ნივთიერი სხეულია, არ დააკმაყოფილა, ისევე როგორც ფიზიკის სახელმძღვანელოს ილუსტრაციებმა, სადაც ატომებს თვალებით და კაუჭებით ხატავდნენ. ავტორიტეტების მიმართ ეს კრიტიკული დამოკიდებულება ჰაიზენბერგმა მაშინაც კი შეინარჩუნა, როდესაც მისმა მასწავლებებლმა ზომერფელდმა 1921 წელს გეტინგენში გაიყოლა ბორის ლექციებზე დასასწრებად. ცხრამეტი წლის ბიჭი მხოლოდ მოწიწებით სმენaს არ დასჯერდა და ხშირად ხმალდახმალ შებმია დიდ კოპენჰაგენელს რონისკენ და ზემოთ, ჰეინბერგისკენ ხანგრძლივი სეირნობისას.

ამ საუბრებისგან მიღებულმა სიამოვნებამ გადააწყვეტინა ჰაიზენბერგს ფიზიკის შესწავლა. მალე ზომერფელდის ერთერთ პუბლიკაციაში ის თანაავტორად გამოჩნდა, ოცდასამი წლისა ის უკვე ბორნის ასისტენტია, ოცდაოთხის – თეორიულ ფიზიკაში ლექციებს კითხულობს კოპენჰაგენში, და ოცდაექვსისა კი უკვე პროფესორია ლაიფციგში. ოცდათორმეტი წლის ასაკში მან ნობელის პრემია მოიპოვა ფუნდამენტური მნიშვნელობის თეორიული კვლევისთვის, რომელიც ექვსი თუ რვა წლის წინ გამოქვეყნდა, ანუ იმ ასაკში, როდესაც მედიცინისა თუ სამართლის შემსწავლელი სტუდენტები ჯერ კიდევ სწავლას განაგრძობენ ხოლმე.

ერთი მისი უახლოეს მეგობართაგანი ასე იხსენებს ჰაიზენბერგს გეტინგენში: „იმ წლებში ის კიდევ უფრო ბიჭურად გამოიყურებოდა, ვიდრე იყო. ახალგაზრდული მოძრაობის წევრობამ ზნეობრივი იდეალიზმი შესძინა და კაცურ ასაკშიც ხშირად ღია პერანგით და შორტებით დადიოდა. ის ,ყოველთვის თვლიდა, რომ იღბლიანია ბუნებით, და ეს სრული სიმართლეა. ბრწყინვალე ინტელექტუალური მიღწევები, როგორებიცაა „განუზღვრელობის პრინციპი,“ ან „მატრიცული აღრიცხვის“ ძირეული იდეები, რომელიც მან მოგვიანებით ბორნის დახმარებით და მასზე რამდენიმე თვით უმცროს კოლეგა პასკუალ იორდანთან ერთად განავითარა, თითქოს ციდან ჩამოუვარდა. მათ, ვინც ჰაიზენბერგი პოლიტიკური ქარტეხილებით უკვე დამძიმებული და დაეჭვებული გაიცნო, ძნელად წარმოუდგენია, თუ რაოდენ გასხივოსნებული იყო ის ადრე. თავისი rევოლუციური ქვანტური მექანიკა მან 1925 წელს, ჰელიგოლანდიდან ჩამოიტანა, სადაც წითელ კლდეებზე დაძვრებოდა და გოეთეს „დასავლურ-აღმოსავლურ დივანს“ კითხულობდა, შუალედებში კი საკუთარ იდეებს ავითარებდა იტელექტუალური თრობის მსგავს მდგომარეობაში. ვეჭვობ, ეძინა თუ არა საერთოდ სამების ამ დალოცვილი არდადეგების დროს.“

გამხდარმა და აწოწილმა დირაკმა, შვედი მამის და ინგლისელი დედის შვილმა, ფიზიკის სამყაროში სახელი კიდევ უფრო ახალგაზრდა ასაკში მოიხვეჭა. ხშირად ხელდასხმულნიც კი ფეხს ვერ უწყობდნენ მის გონებრივ აქტივობას. „ატომის მისტიკოსს“ ეს ნაკლებად აწუხებდა. თუ კემბრიჯში არ იყო, ხშირად გეტინგენის მეორე ფიზიკურ ინსტიტუტის რომელიმე ოთახში მომუშავეს ნახავდით. თითქოს სიზმარში ყოფილიყოს, ის გონებრივად ესაუბრებოდა დაფაზე ცარცით გამოყვანილ სიმბოლოთა მწკრივებს. სხვისი თანდასწრებითაც კი დირაკი იშვიათად მიადევნებდა ხოლმე სიტყვას საკუთარ მათემატიკურ დამტკიცებათა ეტაპებს. სიტყვაც ვერასდროს აღწერდა მის სათქმელს. სხვა ფიზიკოსებს უთქვამთ, დირაკი ერთი სრული წინადადების თქმას სინათლის ერთ წელიწადს მოანდომებსო.*

ოცსა და ოცდაათს შორის ასაკის, გენიით შთაგონებულ თუ დაჯილდოებულ ახალგაზრდების მცირე ჯგუფში შედიოდა იტალიელი ენრიკო ფერმიც, რომელსაც თავის ნიჭიერ კოლეგებს შორის გეტინგენში დიდი ყურადღება არ მიუქცევია; იყო აგრეთვე „პატ“ ბლეკეტი, ინგლისის გადამდგარი საზღვაო ოფიცერი, რომელმაც ფირზე აღბეჭდა და განმარტა ატომის საოცარი სამყარო; იყო უცნაური გეორგ გამოვი საბჭოთა კავშირიდან, რომელსაც სხვებზე მეტი იდეები უჩნდებოდა, მაგრამ მათი ჭეშმარიტების შემოწმებას სხვებს უტოვებდა; იყო ახალგაზრდა ვოლფგანგ პაული ვენიდან, რომელიც ერთხელ მიუნხენში, ამალიენშტრასეზე უცბად აცეკვდა, რადგან თავში რაღაც ახალმა აზრმა გაუელვა. ყველა მათგანმა, რა თქმა უნდა, იცოდა, რომ რაღაც ძალიან მნიშვნელოვანითაა დაკავებული, თუმცა არავის აზრადაც არ მოსვლია, რომ ეს რამდენადმე ეზოთერული ხასიათის კვლევა სულ მოკლე ხანში ძირეულ და მძლავრ ზემოქმედებას მოახდენდას არა მარტო მათ ცხოვრებაზე, არამედ მთელ კაცობრიობაზე.

ახალგაზრდა ავსტრიელი ჰოუტერმანსი ვერ წარმოიდგენდა, რომ გეტინგენის მახლობლად, 1927 წლის ცხელი ზაფხულის დღეს, თანაკურსელ ატკინსონთან ერთად სეირნობისას წარმოშობილი იდეა მეოთხედი საუკუნის შემდეგ პირველი წყალბადის ბომბის აფეთქებას გამოიწვევს, საფუძვლად დაედება „აბსოლუტური იარაღის,“ შექმნას, რომელსაც შეუძლია მსოფლიოს დასასრული გამოიწვიოს.


მზე ძლიერ აცხუნებდა და დროის მოსაკლავად ორმა კურსდამთავრებულმა ნახევრად ხუმრობით მზის მიერ გამოსხივებული ენერგიის დაუშრეტელი წყაროს ძველი, ამოუხსნელი ამოცანა გაიხსენა. ნებისმიერი ჩვეულებრივი წვის პროცესი ასახსნელად ვერ გამოდგებოდა, რადგან ესოდენ ხანგრძლივ პერიოდში ნებისმიერი საწვავის მარაგი დასრულდებოდა. თუმცა აინშტაინის ფორმულა ნივთიერებისა და ენერგიის ურთიერთკავშირის შესახებ აჩენდა ვარაუდს, რომ ამ უზარმაზარ ციურ ლაბორატორიაში ატომურ გარდაქმნები უნდა მუშაობდეს.

ატკინსონს მონაწილეობა მიეღო კემბრიჯში ატომების გარდაქმნის რეზერფორდის მიერ ჩატარებულ ცდებში. მას პარტნიორისთვის უთქვამს, რომ ის, რაც ლაბორატორიაშია მიღწეული, შესაძლოა იქ, „ზევითაც“ ხდებოდეს.

„ბუნებრივია!“ უპასუხა ჰოუტერმანსმა. „ მოდი ეს საკითხი გავარკვიოთ. როგორ შეიძლება ეს ხდებოდეს მზეზე?“ ასე დაიწყო ატკინსონის და ჰუტერმანსის თანამშრომლობა მზეზე მიმდინარე თერმობირთვული რეაქციის თეორიაზე, რომელმაც მოგვიანებით სახელი გაითქვა. აქ პირველად გამოითქვა ვარაუდი, რომ მზის ენერგიის წყარო არა დაშლას, არამედ მსუბუქი ატომების სინთეზს უკავშირდება. ამ იდეათა განვითარების უშუალო ნაყოფია წყალბადის ბომბი, რომელიც დღეს კაცობრიობას განადგურებით ემუქრება.

იმ დროს ატომის შემსწავლელ ამ ორ ახალგაზრდას არ წარმოედგინა ეს საშინელი შედეგები. ჰოუტერმანსი გვამცნობს: „იმ საღამოს, როდესაც სტატია დავასრულეთ, ლამაზ გოგნასთან ერთად სასეირნოდ წავედი. ჩამობნელდა და ვარსკვლავები ცაზე სათითაოდ გამორბწყინდნენ. „რა ლამაზად ანათებენ!“ წამოიძახა ჩემმა თანამგზავრმა. მე ამაყად გავიჯგიმე და ვუპასუხე: „გუშინდელი დღიდან მოყოლებული ვიცი, რატომაც ანათებენ.“ მასზე ამას არანაირი შთაბეჭდილება არ მოუხდენია. ალბათ არ დაიჯერა, ან ამ საკითხით სულაც არ დაინტერესდა“

* სკეტჩებიდან, რომლებიც ევროპულ  უნივერსიტეტებში ჩვეულებრივ სემესტრის ბოლოს იდგმებოდა, ერთერთის ავტორი ამ კატრენს დირაკს მიაწერს:

Age is of course a fever chill
That every physicist must fear.
He's better dead than living still,
When once he's past his thirtieth year


No comments:

Post a Comment